1.პროექტის სახელი: ენერგიის არატრადიციული სახეები
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მზის, ბიო-, ქარის, მიქცევა-მოქცევის ენერგია და მისი გამოყენების აქტუალობა საქართველოსათვის
3.პროექტის სრული აღწერა:პროექტი ითვალისწინებს მზის, ბიო-, ქარის,მიქცევა- მოქცევის ენერგიის შესახებ ინფორმაციის მოძიებას სხვადასხვა წყაროებში; ამ ინფორმაციის დამუშავებას; იმ ხელსაწყოებების მუშაობის პრინციპების შესწავლას, რომლებიც ამ ენერგიას გარდაქმნიან და გამოიყენებენ; ამ სახის ენერგიის უპირატესობის ჩვენებას სხვა ენერგიებთან შედარებით ეკოლოგიური თვალსაზრისით; საქართველოში ამ ენერგიების გამოყენების პერსპექტივის განხილვას;ამ მასალების მომზადებას საპრეზენტაციოდ სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით და მათ პრეზენტაციას.
4.მონაწილეთა ასაკი:15-17 წელი
5.ვადები/ხანგრძლივობა:ორი თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები: ბავშვების შერჩევა და ჯგუფების ორგანიზება(დავუკავშირდეთ სხვა სკოლების საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს, გავაცნოთ ჩვენი პროექტი და შევთავაზოთ მასში მონაწილეობის მიღება. თუ ისინი გამოთქვამენ სურვილს ,შერჩეული ბავშვებიგავანაწილოთ ჯგუფებში), ლიტერატურის,შესაძლო ვებ-გვერდების და სხვა ინფორმაციის წყაროების მითითება,ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოს შუალედური მონიტორინგი, მოძიებული მასალების პრეზენტაციისათვის მომზადებაში დახმარება, პრეზენტაციის ორგანიზება( საორგანიზაციო ჯგუფის შექმნა, აუდიტორიის შერჩევა და მოწყობა,ჩატარების დღის და დროის დადგენა და განცხადების გაკეთება)
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რომელიც შეიძლება შეიქმნას: მუშაობის პროცესში ბავშვები ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას სხადასხვა წყაროებში და მის მიწოდებას საზოგადოებისათვის გასაგებად და საინტერესოდ, გამოიმუშავებენ ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევებს, დაინტერესდებიან თემებით, რომელიც შეიძლება გახდეს მომავალში მათი პროფესიული შესწავლის სფერო.
8.სარგებელი სხვებისთვის: საზოგადოება დაინტერესდება ენერგიის არატრადიციული, ეკოლოგიურად სუფთა და საქართველოსათვის უფრო ეკონომიური წყაროებით, რაც მომავალში შეიძლება გახდეს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდად სასარგებლო
9.სამუშაო ენა: რუსული
10.მონაწილეები სხვა სკოლიდან:სკოლებს მივაწოდებთ ინფორმაციას ღონისძიების თემისა და ვადების შესახებ, სურვილის შემთხვევაში მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ პროექტის პრეზენტაციას,ან ჩაერთონ ჯგუფების მუშაობის პროცესში
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სასწავლო გეგმაში შეისწავლება ენერგიის მუდმივობისა და გარდაქმნის კანონი, სითბური, მექანიკური, ელექტრო, მაგნიტური, ატომური ენერგიები და მათი ერთმანეთში გარდაქმნა, ამიტომ ძალიან საინტერესოა ბავშვებისათვის სხვა,არატრადიციული ენერგიების გაცნობა.პროექტზე მუშაობის პროცესში საჭირო გახდება ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიის შესწავლისას მიღებული ცოდნის გამოყენება და გაღრმავება.
12.პროექტის ფასილიტატორი: რუსუდან ბერაია
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: anbirasi@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:anbirasi.blogspot.com
воскресенье, 6 декабря 2009 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)